არსებული გლობალური გამოწვევის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოების ფართო მასებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება სოციალური დისტანცირების ეპიდემიოლოგიურ მნიშვნელობაზე, ამ მხრივ, განსაკუთრებით იზრდება სამედიცინო პერსონალის როლი, მათ შორის მომავალი ექიმების, რაციონალური წინდახედულობის პანიკური გამოვლინებებისაგან გამიჯვნის უზრუნველყოფისათვის.

სწორედ ამიტომ, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯმენტმა აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთად დაგეგმა და ონლაინ რეჟიმში ჩაატარა კოვიდ -19 მართვის სიმულაციური ტრენინგი სამკურნალო საქმისა და მედიცინა+PBL პროგრამების მაღალკურსელი სტუდენტებისათვის. სტუდენტები დააკვირდნენ, როგორ ხდება კოვიდ-19 საეჭვო პაციენტების გამიჯვნა არაინფიცირებული პაციენტებისაგან, როგორაა ორგანიზებული ინფექციური და არაინფექციური სატრიაჟო სივრცეები და საიზოლაციო ბოქსირებული პალატა, როგორია სამედიცინო პერსონალის მზაობა და აღჭურვის დონე. ტრენინგის მიმდინარეობისას, სტუდენტთა შეკითხვებს პასუხობდა კლინიკის ხარისხის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი მიხეილ შავგულიძე, რომელმაც ისაუბრა კლინიკების სტრუქტურის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებიდან ეპიდ. აფეთქების რეჟიმში გადაწყობის პრინციპებზე, პერსონალის სიმულაციური ტრენინგის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა შეაჯამა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ირინე ფხაკაძემ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.