ქვეყანაში  SARS-CoV-2 (COVID-19) პანდემიასთან ეფექტური ბრძოლისა და პრევენციის შეუფერხებელი წარმართვისათვის, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული იქნა პროტოკოლი, რომლის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო და COVID-19-ის დაავადების მქონე პირთა დაავადების მართვის ხარისხის გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112, რომლის ოპერატორებთან შესული ვირუსული გამოძახებები კლასიფიცირდება და მწვავე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა.

პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების მართვის შესახებ ღია ლექცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა

ქუთაისის . ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის კოორდინატორმა ოჯახის ექიმმა ქეთევან ჯუღელმა, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროექტში.

ონლაინ შეხვედრის ძირითადი აქცენტები იყო როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი COVID 19- ის არსებობაზე, როგორ შევაფასოთ რისკ ფაქტორები, რეკომენდაციები COVID 19 საეჭვო პაციენტთა ტრიაჟთან დაკავშირებით, პირველადი ჯანდაცვის ინტეგრაცია 112 სერვისებში.

ტრადიციულად, ლექცია დასრულდა დისკუსიით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.