პატივცემულო კოლეგებო და მეცნიერებო!

2020 წლის 1 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე ინტერნეტ–სივრცეში ჩატარდება II საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტ–კონფერენცია თემაზე:
,,თანამედროვე ფარმაცია – მეცნიერება და პრაქტიკა”.

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
• სამკურნალო მცენარეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების კვლევა, დამუშავება ახალი ფიტოპრეპარატების მიღების მიზნით; ფარმაცევტული – ფარმაკოგნოსტური, ფიტოქიმიური, ტოქსიკოლოგიური ანალიზი

• თანამედროვე ქიმიურ–ფარმაცევტული, კოსმეტიკური და ბიოტექნოლოგიური პრეპარატების რეცეპტურისა და ტექნოლოგიის შემუშავება, ბიოფარმაცევტული შესწავლა

• საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური ფარმაცია: ფარმაკოეკონომიკა, სამედიცინო დარგების მარკეტინგი და მენეჯმენტი; განათლება და პრაქტიკა; ფარმაცევტული წარმოება, სტანდარტიზაცია, დისტრიბუცია

• სამედიცინო მასალები ფარმაციასა და მედიცინაში.

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური.
რეზიუმეები წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის 2020 წლის 1 დეკემბრამდე კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში საჭიროა წარმოადგინოთ:
• სტატიის/თეზისების ელექტრონული ვერსია, რომელიც გაფორმებული იქნება თანდართული მოთხოვნების შესაბამისად.
• შრომათა კრებულის დაბეჭდვის (სურვილის შემთხვევაში) ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კონფერენციის ონლაინ შრომათა კრებულში და განთავსდება ვებ–გვერდზე: http://conferences.atsu.ge
მსურველებისათვის დაიბეჭდება კონფერენციის შრომათა კრებული, რომლის ღირებულებაა ქართველი ავტორებისათვის 20 ლარი.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ განთავსებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე: http://conferences.atsu.ge

საკონტაქტო პირი: 
ნინო აბულაძე – კონფერენციის თავმჯდომარე:  +995 599186103 +995 595186103
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
საკონტაქტო მისამართი - საქართველო, 4600, ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. № 98 კორპუსი XI, აუდ. № 101


მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის:

• სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
• არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 30 მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;
• გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისათვის Sylfaen. ინგლისური სტატიისთვის
Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი-1,5;
• სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
• ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
• პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
• სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (13 Pt, Bold);
• მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (12 Pt, Bold, სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *);
• სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
• სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსი (12Pt);
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა (10 Pt);
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 1000 სიმბოლოსი);
• სტატიის მოცულობა 3-5 გვერდი;
• ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არაუმეტეს ორისა;
• სტატიის ელექტრონული ვერსია გამოგზავნილი უნდა იყოს ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.) ფაილს უნდა ერქვას პირველი ავტორის გვარი და სექციის ნომერი (მაგ. ამაღლობელი_5).
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.

მასალები ქვეყნდება ავტორის რედაქციით. 

კონფერენციის ორგანიზატორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
მედიცინის ფაკულტეტი

საორგანიზაციო კომიტეტი:
როლანდ კოპალიანი - თავმჯდომარე, რექტორი, ს.მ.მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ირინე ფხაკაძე – თანათავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
ნინო აბულაძე – თანათავმჯდომარე, ფარმაციის დოქტორი, პროფესორი
ნატო ალავიძე – მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ფარმაციის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
ოლგა ნაბოკა - მედიკო-ფარმაცევტული ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფარმაციის უნივერსიტეტის პროფესორი (ხარკოვი. უკრაინა)
ალექსანდრ ბაშურა - ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფარმაცის ეროვნული უნივერსიტეტის კოსმეტოლოგიისა და არომოლოგიის კათედრის გამგე (ხარკოვი. უკრაინა)
მაკა ჯავახია – მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ფარმაციის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ქეთევანი გაბუნია - ფარმაციის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
პაველ იავიჩი – თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და კოსმეტიკურ საშუალებათა მიმართულების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი;
მარგარიტა ბეგლარიანი - ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ორგანიზაციის კათედრის გამგე, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.