"ევრომელანომა"

"ევრომელანომა" წარმოადგენს პანევროპულ კამპანიას, რომლის მიზანია, კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა, ფართო მასების ინფორმირება.
კამპანია პირველად ჩატარდა 1999 წელს ბელგიაში და გავრცელდა ევროპის 36 ქვეყანაში. 2012 წლიდან „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით საქართველო გახდა „ევრომელანომის“ წევრი ქვეყანა (www.euromelanoma.org/georgia/home-1).
წელს უკვე მეშვიდედ ასოციაციის ორგანიზებით ტარდება კანის კიბოს სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სოციალური პროექტია და მიმართულია კანის კიბოს შესახებ ცოდნის გაუმჯობესებისაკენ, კანის კიბოს სხვადასხვა ფორმების ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მიზნით.
2018 წლის კამპანიის სლოგანია - „კანის კიბო დიდი პრობლემაა საქართველოსთვის“. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. ამით კამპანია ცდილობს გაამახვილოს ყურადღება მზისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ბავშვთა ასაკიდან, რადგან ბავშვობაში მიღებული მზის დამწვრობა მომავალში ზრდის მელანომის და კანის კიბოს განვითარების რისკს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ჩატარდება უფასო გასინჯვები კანის კიბოს და მელანომის ადრეული გამოვლენის და დიაგნოსტიკის მიზნით.
გასინჯვები ჩატარდება 2018 წლის 7 და 8 ივნისს 10:00 - დან 15:00-მდე,
მისამართი: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. № 98, კორპუსი №11.
აწსუ მედიცინის ფაკულტეტი, წინასწარი ჩაწერა 3, 4, 5 ივნისს, ტელ. 0431241248

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.