სტუდენტური ინტერნაციონალური საღამო "2018 ზაფხული"

აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ეზოში მრავალფეროვანი ინტერნაციონალური საღამო მოეწყო...უცხოელმა და ქართველმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ეროვნული მუსიკალური ხელოვნების ნიმუშები, ცეცხლოვანი და ფერადი ცეკვები, საკუთარი ქვეყნის ტრადიციები, ეროვნული სამზარეულო... აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე 2012 წლიდან თითოეული სასწავლო წელი ინტერნაციონალური დღესასწაულია, აქ ახალგაზრდები ნიგერიიდან, ერაყიდან, ლიბანიდან და ინდოეთიდან ქართველ სტუდენტებთან ერთად ეუფლებიან უმაღლეს სამედიცინო განათლებას, ისინი აქტიურად გეგმავენ და ახორციელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს, ფაკულტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს სტუდენტთა ჩართულობას კურიკულუმის გარეთა ღონისძიებებში და უზრუნველყოფს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას..

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.