პანევროპული კამპანია „ევრომელანომა 2018“ აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე

საქართველო „ევრომელანომის“ წევრი ქვეყანაა, წელს უკვე მეშვიდედ „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივითა და  ორგანიზებით ჩატარდა კანის კიბოს სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"ევრომელანომა - 2018" შეუერთდა აწსუ მედიცინის ფაკულტეტი, სადაც ჩატარდა უფასო გასინჯვები კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით.
კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ასოც. პროფესორ კონსტანტინე ცაგარეიშვილთან ერთად აღნიშნული პროექტის განხორცილებაში მონაწილეობდნენ მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
მადლობა მათ!...

fShare
9

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.