პირდაპირი ჩართვა Zhejiang საუნივერსიტეტო კლინიკიდან

არნახული ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის ხანაში კაცობრიობამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო ბუნებისგან, უკვე რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიოს მედიკოსები ებრძვიან ახალ სენს , რომელმაც პანდემიის სახე მიიღო, ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 903 ათასზე მეტი დაინფიცირდა, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე  ჩნდება ურთიერთგამომროცხველი ინფორმაციები სხვადასხვა ჭრილში კორონავირუსის გავრცელების შესახებ, აწსუ  მედიცინის ფაკულტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ცდილობს თოთოეული სტუდენტის მოქალაქეობრივი და პროფესიული თვითშეგნების ამაღლებას

გიორგი ფხაკაძე - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოდელის და  განვითარების შესაძლებლობების შესახებ

დღეს უკვე, როდესაც მსოფლიოს ისტორიას ახსოვს პანდემიის რამდენიმე შემთხვევა და ჯერ კიდევ არსებობს აცრებთან დაკავშირებული შიშებიკორონავირუსის პანდემიამ განაპირობა სახელმწიფოების   პრიორიტეტული პოლიტიკა, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, რაც მოიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას; შესაბამისად, საინტერესოა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაცნობა, რასაც ბუნებრივად უკავშირდება სამომავლო განვითრების შესაძლებლობების განხილვა.

აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის განვითარების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები

მედიცინის პროგრამების აკადემიური უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარება, ამ მიზნით აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები, ტრენინგები.

კოვიდ -19 მართვის სიმულაციური ტრენინგი, პირდაპირი ჩართვა რეფერალური ჰოსპიტალიდან

არსებული გლობალური გამოწვევის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოების ფართო მასებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება სოციალური დისტანცირების ეპიდემიოლოგიურ მნიშვნელობაზე, ამ მხრივ, განსაკუთრებით იზრდება სამედიცინო პერსონალის როლი, მათ შორის მომავალი ექიმების, რაციონალური წინდახედულობის პანიკური გამოვლინებებისაგან გამიჯვნის უზრუნველყოფისათვის.

აწსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი მიხეილ შავგულიძე ოსტეოსინტეზის შემსწავლელი ასოციაციის მასწავლებელთა სემინარზე

მიმდინარე წლის 7-8 დეკემბერს დავოსში (შვეიცარია) ოსტეოსინტეზის შემსწავლელი ასოციაციის მასწავლებელთა სემინარის (AO TESA Faculty Seminar) მუშაობაში მონაწილეობდა აწსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი მიხეილ შავგულიძე, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება „ბარძაყის პერიპროთეზულ მოტეხილობათა ქირურგიული მკურნალობის შესახებ“.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.