არნახული ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის ხანაში კაცობრიობამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო ბუნებისგან, უკვე რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიოს მედიკოსები ებრძვიან ახალ სენს , რომელმაც პანდემიის სახე მიიღო, ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 903 ათასზე მეტი დაინფიცირდა, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე ჩნდება ურთიერთგამომროცხველი ინფორმაციები სხვადასხვა ჭრილში კორონავირუსის გავრცელების შესახებ, აწსუ მედიცინის ფაკულტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ცდილობს თოთოეული სტუდენტის მოქალაქეობრივი და პროფესიული თვითშეგნების ამაღლებას.