საინტერესო და მრავალფეროვანი შეხვედრებით დატვირთული აღმოჩნდა 2018-2019 სასწავლო წლის პირველი კვირა აწსუ მედიცინის ფაკულტეტისათვის

უმაღლესი სამედიცინო განათლების პროგრამებზე ჩარიცხულ პირველკურსელებს საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან. მათ როგორც მომავალ კოლეგებს სამედიცინო განათლების თანამედროვე მოთხოვნებსა სირთულეებზე ესაუბრათ ფაკულტეტის დეკანი ასოც.პროფ. ირინე ფხაკაძე, ინფორმაცია სასწავლო პროცესის სტრუქტურისა და ორგანიზების შესახებ მიაწოდათ დეკანის მოადგილემ ასოც. პროფ. მაკა ჯავახიამ, ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდნენ შესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელები ასოც.პროფ. თამარ ვალიშვილი, პროფ. ნანა შავლაყაძე, პროფ. თენგიზ ლობჟანიძე, პროფ. მიხეილ სამსონია.

აწსუ სტუდენტთა გაცვლითი პროექტი ერდოღანის უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთა გაცვლითი პროექტი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მედიცინის ფაკულტეტზე უცხოელ სტუდენტები იმყოფებოდნენ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისის თვეში მედიცინის ფაკულტეტზე გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ უცხოელ სტუდენტთა ჯგუფი. მათ გაიარეს პრაქტიკული კურსი ქირურგიასა და თერაპიაში ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.

აწსუ მედიცინის ფაკულტეტი ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო კონგრესზე

აწსუ მედიცინის ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტული მიმართულებაა ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება, რისთვისაც მნიშვნელოვანია უცხოეთში ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა. პარიზში 8 – 12 ივლისს მიმდინარეობს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე იმპლემენტირებული ახალი საბაკალავრო პროგრამის „ ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი თამარ ვალიშვილი. მან კონგრესზე
წარადგინა ფაკულტეტზე შესრულებული შრომა პოსტერული მოხსენების სახით „წყალტუბოს მინერალური წყლების უნიკალური თვისებები“ ავტორები: თ. ვალიშვილი, ი.ფხაკაძე, ა.გოჩელაშვილი.

განათლების საერთაშორისო საიუბილეო კონფერენცია „EDULEARN“ – 2018

მიმდინარე წელს ესპანეთში 2-3-4 ივლისს გაიმართა განათლების საერთაშორისო საიუბილეო კონფერენცია „EDULEARN“ – 2018, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასოც. პროფ. ირმა გრძელიძე, ასოც. პროფ. ირინე ფხაკაძე, ასოც. პროფ. ნატო ალავიძე. მათ კონფერენციაზე წარმოადგინეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა+პბლ“ ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კვლევის შედეგები- „Implementation of ECTS at Akaki Tsereteli State University- Challenges and Perspectives“. უკანასკნელი ასახავს ECTS საკრედიტო სისტემის დანერგვის პროცესის გამოწვევებს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.