“მსოფლიოს ლიდერებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დააყენონ მსოფლიო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების გზაზე“

აღნიშნული განცხადებით დაიწყო კიდევ ერთი ღია ლექცია აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე, ამჯერად ღია ლექციის თემა გახლდათ გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის ანგარიში “ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულება მოზარდებისათვის.

SARS-CoV-2 (COVID-19) ინფექციაზე საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვაში

ქვეყანაში  SARS-CoV-2 (COVID-19) პანდემიასთან ეფექტური ბრძოლისა და პრევენციის შეუფერხებელი წარმართვისათვის, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული იქნა პროტოკოლი, რომლის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო და COVID-19-ის დაავადების მქონე პირთა დაავადების მართვის ხარისხის გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

პირდაპირი ჩართვა Zhejiang საუნივერსიტეტო კლინიკიდან

არნახული ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის ხანაში კაცობრიობამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო ბუნებისგან, უკვე რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიოს მედიკოსები ებრძვიან ახალ სენს , რომელმაც პანდემიის სახე მიიღო, ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 903 ათასზე მეტი დაინფიცირდა, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე  ჩნდება ურთიერთგამომროცხველი ინფორმაციები სხვადასხვა ჭრილში კორონავირუსის გავრცელების შესახებ, აწსუ  მედიცინის ფაკულტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ცდილობს თოთოეული სტუდენტის მოქალაქეობრივი და პროფესიული თვითშეგნების ამაღლებას

საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი  და სტუდენტები COVID-19  გააერთიანა

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში წარმომადგენლობითი ონლაინ აუდიტორია  შეიკრიბა - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახით.

გიორგი ფხაკაძე - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოდელის და  განვითარების შესაძლებლობების შესახებ

დღეს უკვე, როდესაც მსოფლიოს ისტორიას ახსოვს პანდემიის რამდენიმე შემთხვევა და ჯერ კიდევ არსებობს აცრებთან დაკავშირებული შიშებიკორონავირუსის პანდემიამ განაპირობა სახელმწიფოების   პრიორიტეტული პოლიტიკა, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, რაც მოიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას; შესაბამისად, საინტერესოა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაცნობა, რასაც ბუნებრივად უკავშირდება სამომავლო განვითრების შესაძლებლობების განხილვა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.