მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირების მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სარეგისტრაციო საბუთების ნუსხის დამტკიცების, სარეგისტრაციო ვადებისა და მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდის თარიღის განსაზღვრის შესახებ
2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოაგინონ შემდეგი საბუთები:
1.განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
2.საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3.პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
4.სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
5.საგნის გამოცდის საგამოცდო ბარათი;
6.ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
7.ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ (საგამოცდო კოდის მითითებით);
8.მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 30 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 19 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე (ყოველ დღე, უქმე დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა) სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში.
საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე:
19 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ საბიბლიოთეკო კორპუსის ფოიე;
24 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე - ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ I კორპუსი, I სართული, ოთახი №1107.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 1 ოქტომბერს

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.