საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ვორქშოფი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

25-26 სექტემბერს ჩატარდება ვორქშოფი, რომელიც აერთიანებს შვედეთის ინსტიტუტის (იგივე შვედეთის სამეცნიერო ფონდის) მიერ დაფინანსებულ ორ სამეცნიერო პროექტს. ეს პროექტებია: 1) „ცოდნის მიმოცვლა ინტერ-ბალტიის პარტნიორობის სფეროში მომავალი რეგიონალური ციკლური ეკონომიკის თანამშრომლობისათვის - PECEC“; 2) „ბალტიის ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტის ქსელის გაძლიერება ლანდშაფტების მდგრადობასა და ნარჩენების მართვაში-LASUWAMA“.
პროექტების თანამონაწილეა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი. პროექტები ითვალისწინებს შესაბამისი მიმართულების სასწავლო რესურსების შექმნას და განვითარებას ბალტიის ზღვის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
ვორქშოფში მონაწილეობენ მეცნიერები და სტუდენტები (სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის) შვედეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, მათ შორის გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.