ტრენინგები აკადემიური წერის მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის

2018 წლის 5 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „in-house“ ტრენინგი აკადემიური წერის მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისთვის მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა წერის კომპონენტის სწავლება და უკუკავშირის მიწოდება. შეხვედრებზე თანაბარი დრო დაეთმო უკუკავშირის მიწოდების, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე იმ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რისი გამოყენებაც ამ პროცესში იგეგმება. ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ციტირების და ბიბლიოგრაფიის ავტომატურ რეჟიმში შედგენის ელექტრონული საშუალებები.

fShare
0

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.