ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + ის მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლაქილას უნივერსიტეტში, იტალია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. აუცილებელი პირობაა იტალიური ან ინგლისური ენის ცოდნა (მინ. B2).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: სტუდენტები: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
აკადემიური პერსონალი - 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 5 დღე (მინ. 8 სთ. სალექციო კურსი)
აკადემიური პროგრამები იტალიურ ენაზე იხილეთ: http://www.univaq.it/en/section.php?id=1442
ინფორმაცია ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ იხილეთ: http://www.univaq.it/en/section.php?id=821
საჭირო დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე):
სტუდენტებისათვის
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ასლი
3. სამოტივაციო წერილი
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. სტუდენტის ცნობა
7. სასწავლო ხელშეკრულება (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისათვის) იხ. დანართი 1
8. კვლევის გეგმა (დოქტორანტებისათვის)
აკადემიური პერსონალისათვის:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ასლი
3. სამოტივაციო წერილი
4. ცნობა სამუშაო ადგილიდან
5. მობილობის ხელშეკრულება იხ. დანართი 2
6. თანხმობის წერილი ლაქილას უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 26 ოქტომბრამდე აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.univaq.it/en/ ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504

fShare
8

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.