"საინფორმაციო სესიები შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით"

2018 წლის 5 დეკებერს 13:00 საათზე პირველი კორპუსის 1114 აუდიტორიაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი უმასპინძლებს შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელს საქართველოში, სადაც სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცნობიან შვედური ინსტიტუტის (SI) და შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული სასწავლო, გაცვლით და სტაჟირების პროგრამებს.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების და შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.
დასწრება თავისუფალია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.