„SIUEC – 2018“

2018 წლის 8-9 დეკემბერს  ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის,  ეკონომიკის  დეპარტამენტთან არსებული  "ქართული  ეკონომიკური  აზრისა  და  საქართველოს ეკონომიკური  განვითარების  პრობლემების  შემსწავლელი სტუდენტთა  მუდმივმოქმედი  სემინარის"  ფარგლებში  ჩატარდა ნიკო  ნიკოლაძის  175  წლის  იუბილესადმი  მიძღვნილი სტუდენტთა  საუნივერსიტეტთაშორისო  კონფერენცია  „SIUEC  – 2018“,  კონფერენციაში  მონაწილეობდა  5  უნივერსიტეტის  102 სტუდენტი,  8  დეკემბერს  ჩატარდა  პლენარული  სხდომა  აწსუ სააქტო  დარბაზში,  რომლის  შემდგომ  მუშაობა  წარიმართა  4 თემატურ სექციაში. 9 დეკემბერს კონფერენციამ მუშაობა განაგრძო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, სადაც სტუდენტებმა  წაიკითხეს  ნიკო  ნიკოლაძის  სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური შეხედულებებისადმი მიძღვნილი ნაშრომები  და  დაათვალიერეს  სახლ-მუზეუმის  ექსპონანტები. კულტურულ-შემეცნებითი  ღონისძიების  ფარგლებში კონფერენციის  მონაწილეებისათვის  შედგა  ექსკურსია  კურორტ წყალტუბოში. 

fShare
10

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.