ოლიმპიადა აბიტურიენტთათვის

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკური უნარებით გამორჩეული აბიტურიენტებისათვის ატარებს აბიტურიენტთა ოლიმპიადას „სტიპენდია I სემესტრიდან“.
ოლიმპიადაში გამარჯვებულ პირველ 10 აბიტურიენტს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრში და გაუგრძელდებათ სხვა სემესტრში დებულების შესაბამისად.
გამარჯვებული მოსწავლის სკოლა და საგნის მასწავლებელი დაჯილდოვდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა!
საკონკურსო დავალებები სრულად შეესაბამება სასკოლო პროგრამასა და ერთიანი ეროვნული საგამოცდო დავალებების ანალოგიურია.
მონაწილეობის პირობები:
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ მეთერთმეტე (კონკურსგარეშე) და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს;
ოლიმპიადაში მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.atsu.edu.ge)
ოლიმპიადაზე გამოცხადებისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
რეგისტრაციის ვადები: 2019 წლის 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე;
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად :
პირველი ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 6 აპრილს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
მეორე ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
ოლიმპიადის ჩატარების ადგილი – ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
ოლიმპიადის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.atsu.edu.ge
საკონტაქტო პირი: ეკა ლეჟავა; ტელ: 591-05-95-06 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
რეგისტრაციის ბმული

იხილეთ თანდართული ფაილი

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.