ონლაინ-ჩართვა (Live) სასტიპენდიო კონკურსებთან დაკავშირებით

ხუთშაბათს, 14 თებერვალს, 13:00 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე იგეგმება ონლაინ-ჩართვა (Live) სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის.
ჩართვის დროს, პირდაპირი ეთერის ფორმატში, ცენტრის პროგრამული სამსახურისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებას გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ.
საკონსულტაციო ჩართვისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ცენტრში მიმდინარეობს განაცხადების მიღება შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
✔️ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020
✔️ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020
✔️ საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020
✔️ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020
✔️ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020
✔️ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.iec.gov.ge

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.