სტაჟირება პროკურატურაში - საინფორმაციო შეხვედრა აწსუ-ში

აწსუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა უმასპინძლა პროკურატურის წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში, მათ ინფორმაცია მიაწოდეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირების პროგრამასთან, საქართველოს პროკურატურის საქმიანობასა და პროკურორის პროფესიულ როლთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.
სტაჟირების კონკურსის პირობების ნახვა შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე. იხ. ბმული

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.