ვიშეგრადის ფონდის სტიპენდიები სტუდენტებისათვის

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი საქართველოს მოქალაქეებისათვის აცხადებს სტიპენდიების კონკურსს ვიშეგრადის წევრი ქვეყნების (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის/კვლევის დაფინანსების მოპოვების მიზნით.
სტიპენდიის მიღების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ან კვლევისთვის.
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2,300 ევროს სემესტრში.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მარტი
კონკურსის პირობებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.