ძვირფასო სტუდენტებო!

მ/წლის 5 მარტს, 11:00 საათსა და 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროექტის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ პრეზენტაციას, რომელიც ეხება ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას და მისი მოხმარების თანმდევ მავნე შედეგებს. პროექტი ემსახურება ახალი თაობისათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას და ზოგადად ცხოვრების ჯანმრთელი წესის პოპულარიზაციას.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანმიმდევრობითი თარგმანი ქართულ ენაზე, შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ მონაწილეებმა იცოდნენ ინგლისური ენა.
ღონისძიების ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა ლურჯი ფერის ზურგჩანთა.
დასწრება თავისუფალია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.