14 აპრილისადმი მიძღვნილი 3 კონკურსი

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აცხადებს 14 აპრილისადმი მიძღვნილ სამ კონკურსს. კონკურსების მიზანია სახელწმიფო ენის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, პრესტიჟის გაზრდა.
1. ახალგაზრდული კონკურსი "ქართული ენა და ინტერნეტი"
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს. განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში საკონკურსოდ შეიძლება წარმოდგენილი იყოს: ესე, პოპულარული სტატია, ბლოგი, პოდკასტი, ვიდეობლოგი და სხვ.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით
ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით
ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით

2. „ჩემი პირველი ქართული ტექსტი" - კონკურსი საქართველოს მოქალაქე მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენა კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა.  
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით
ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით
ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით

3. „რეპორტაჟები 1978 წლის 14 აპრილის შესახებ" კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს
კონკურსის მიზანია თაობათა კავშირის გაძლიერება და სახელმწიფო ენის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. კონკურსის მონაწილემ უნდა შეკრიბოს ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გააანალიზოს ისინი. კონკურსანტმა ჩაწერილი 14 აპრილის შესახებ ზეპირი ისტორიები ესეს, თხზულების, ინტერვიუს, ჩანახატის სახით უნდა გამოგზავნოს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით
ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით
ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით

სამივე კონკურსის საკონკურსო ნაშრომები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. კონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.