ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად არისტოტელეს უნივერსიტეტში, თესალონიკი, საბერძნეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B2).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი - 6 თვე (30 კრედიტი), 3 თვე (20 კრედიტი) - 1 ადგილი.
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი სტუდენტებისათვის:
1. CV Europass
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ფოტოსურათი
4. სამოტივაციო წერილი
5. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
6. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
7. სტუდენტის ცნობა
8. სასწავლო ხელშეკრულება (იხილეთ დანართი)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 5 აპრილამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში
III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.