ჯეიმს თორსონის ვიზიტი

ყოველწლიურად ჩვენი უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი მასპინძლობს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორებს ჯეიმსსა და კონი თორსონებს. წლების მანძილზე ჯეიმს თორსონი, როგორც მოწვეული პროფესორი ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურაში მოღვაწეობდა ოქსფორდის იესოს კოლეჯში, გერმანიის ჰაიდელბერგის, მარტინ-ლუთერის (ჰალე-ვიტენბერგი), მიუნსტერისა და ვიურცბურგის უნივერსიტეტებში. პროფესორი თორსონი არა ერთი გრანტისა და ფულბრაიტის ჯილდოს მფლობელია (მინსკი, ბელარუსია, 2005-2006; ჰალე, გერმანია, 2001-2002; მიუნსტერი, გერმანია,1985-1986; სკოპიე, მაკედონია, იუგოსლავია, 1972-1973). მას მოპოვებული აქვს ელიზაბეთ უერთეიმის ჯილდო, როგორც ინგლისური ლიტერატურის საუკეთესო ლექტორს, სხვადასხვა წლებში ის დასახელებულია აშშ-ს წლის პროფესორად გამორჩეული სწავლებისთვის, ამერიკის გამორჩეულ პედაგოგად, ამერიკის საპატიო მეცნიერად და სხვა.

ტრადიციულად , უკვე მეხუთედ ჯ. თორსონი ორი კვირის მანძილზე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტებისთვის ატარებს ინტერაქტიურ ლექციებსა და სემინარებს ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. ის ასევე კონსულტაციებს უწევს და ეხმარება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს მეცნიერული კვლევის მეთოდებისა და მიდგომების დაუფლებაში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.