აწსუ-ს ტუტორთა საინფორმაციო შეხვედრათა ციკლი დასრულდა

2019 წლის 28 მარტს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაასრულა პირველკურსელებთან შეხვედრის ციკლი. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საუნივერსიტეტო აქტივობებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისათვის.
შეხვედრას წარმართავდნენ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ტუტორთა ჯგუფი, ომბუდსმენი, კარიერული განვითრების კოორდინატორი და სამსახურის ხელმძღვანელი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.