მემორანდუმი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან

2019 წლის 4 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აწსუ რექტორმა როლანდ კოპალიანმა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოსამართლეები ჩაატარებენ საჯარო ლექციებს, ტრენინგებს, მასტერკლასებს და მოაწყობენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სასწავლო ტურებს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დიმიტრი გვრიტიშვილმა სამართლის სპეციალობის სტუდენტებს სააპელაციო სასამართლოს სისტემა გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.