აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის

რექტორის ბრძანება № 01-04/17
ქ. ქუთაისი
10 აპრილი 2019 წ.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ინგლისურენოვანი „სამკურნალო საქმის“ პროგრამისათვის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
⦁    გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ინგლისურენოვანი „სამკურნალო საქმის“ პროგრამისათვის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი კონკურსი (დანართი თან ერთვის).
⦁    ცნობად იქნეს მიღებული, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  ინგლისურენოვანი „სამკურნალო საქმის“ პროგრამისათვის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო პირობები, კერძოდ, კონკურსანტის განცხადების ფორმა, კონკურსანტის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა, სარეგისტრაციო და საკონკურსო კომისიების მუშაობის პროცედურები, შერჩევის კრიტერიუმები და კონკურსთან დაკავშირებული სხვა პირობები განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდებით, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის № 111 (17/18) დადგენილებით (კონკურსანტებმა იხელმძღვანელონ აღნიშნული დადგენილებით და ამ ბრძანებით).
⦁    საკონკურსო დოკუმენტების (საბუთების) მიღება განხორციელდეს 2019 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით. საკონკურსო დოკუმენტების (საბუთების) მიღება იწარმოებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე (უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით) შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მეორე სართული. ოთახი № 1211.
⦁    კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 20 მაისიდან 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით (მათ შორის, 27 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით - გასაუბრება). გასაუბრება ჩატარდება. უნივერსიტეტის კორპუსებში.
⦁    სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 29 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მეორე სართული. ოთახი № 1211.
⦁    ამ ბრძანებით განსაზღვრულ აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსით შერჩეულ პირებთან გაფორმდეს ვადიანი ხელშეკრულებები. კერძოდ:
ა) პროფესორი -  6 წლის ვადით , 2019 წლის 3 ივნისიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე;
ბ) ასოცირებული პროფესორი - 6 წლის ვადით, 2019 წლის 3 ივნისიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე;
გ) ასისტენტ-პროფესორი 4 წლის ვადით, 2019 წლის 3 ივნისიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე;
⦁    ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გაზეთში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
⦁    უნივერსიტეტის კანცელარიამ უზრუნველყოს ამ ბრძანების საინფორმაციო დაფაზე განთავსება. უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტირებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურმა ეს ბრძანება განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გაზეთ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს რედაქციამ უზრუნველყოს ამ ბრძანების გამოქვეყნება გაზეთში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
⦁    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                            შალვა კირთაძე

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება N 111 (17/18)

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს დამტკიცების შესახებ

2018 წლის 28 ივნისი

„სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N 132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 47-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. დამტკიცდეს სსიპ აკაკიწერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებ (თან ერთვის).
  2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 უნივერსიტეტის რექტორი,

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                    გიორგი ღავთაძე


სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან და ასისტენტებისაგან.
  2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
  3. პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
  4. ასოცირებული პროფესორი - აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
  5. ასისტენტ-პროფესორი - აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში.
  6. ასისტენტი - აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
  7. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
  8. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  9. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  10. ასიტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. მედიცინის ფაკულტეტზე, კლინიკურ დისციპლინებში ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი - შესაბამის კლინიკურ სპეციალობაში.
  11. პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე პირის არჩევა ექვსი წლის ვადით.
  12. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე პირის არჩევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  13. ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის აკადემიურ თანამდებობებზე პირის არჩევა ხდება 4 წლის ვადით (აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით).
  14. ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე საკონკურსო ადგილის (აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის) დამატებით მოთხოვნად განისაზღვროს ინგლისური ენის ფლობის კომპეტენციის დადასტურება (სერთიფიკატის წარმოდგენა/კონკურსანტთან გასაუბრება/ლექციის საჯაროდ წაკითხვა/ინგლისურ ენაზე აკადემიური საქმიანობის გამოცდილება (დანართი 6).

მუხლი 2.  კონკურსის წესი

  1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
  2. კონკურსში მონაწილე პირთათვის რაიმე სახის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.
  3. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, გამოიკრას საინფორმაციო დაფაზე, განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე და სხვა ვებგვერდზე.
  1. კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. ბრძანებაში მიეთითება კონკურსის პირობები, ვაკანტური აკადემიური თანამდებობები, კონკურსის ჩატარების თარიღი.
  2. ვაკანტური აკადემიური თანამდებობების ჩამონათვალს განსაზღვრავს რექტორი ფაკულტეტების დეკანების წარდგინებით, აკადემიური პერსონალის რაოდენობის გაანგარიშების წესის საფუძველზე და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით.
  3. ინფორმაცია კონკურსის შესახებ ქვეყნდება გაზეთ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ში, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ვებგვერდზე www.jobs.ge.
  4. აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსანტის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კონკურსის შედეგების საფუძველზე ღებულობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
  5. აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი უნივერსიტეტთან აფორმებს ხელშეკრულებას დანართი 1-ში მოცემული ფორმის მიხედვით.

მუხლი 3. საკონკურსო კომისია

  1. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია.
  2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას შესაბამისი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით უნივერსიტეტის რექტორი წარუდგენს დასამტკიცებლად აკადემიურ საბჭოს.
  3. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საკონკურსო თანამდებობის/თანამდებობების შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
  4. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი).
  5. საკონკურსო აკადემიური თანამდებობების შესაბამისი მიმართულებების/ დარგების სიმრავლის მიხედვით საკონკურსო კომისია შეიძლება იყოს საფაკულტეტო ან აერთიანებდეს ერთი ან რამდენიმე მიმართულების/დარგის სპეციალისტებს.

 

მუხლი 4. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები

  1. პირის კომპეტენტურობის დადგენის მიზნით, პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავებისათვის  კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;

დ) კონკურსანტის შევსებული ანკეტა (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად) (დანართი 4);

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;

ვ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამეცნიერო შრომების სია (ბოლო 10 წელს გამოქვეყნებული შრომების დადასტურებით); 

თ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენენ მის კვლევით პოტენციალს; 

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია; 

კ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული 1 სახელმძღვანელო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის პროფესიულ გამოცდილებას; 

ლ) კონკურსანტის მიერ წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსების სია - არანაკლებ 5 სასწავლო კურსი, მათ შორის 3 მაინც საბაკალავრო და 2 მაინც სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის შესაბამისი (შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის არსებობის გათვალისწინებით) 
მ) წასაკითხად შემოთავაზებული არანაკლებ 3 სასწავლო კურსის სილაბუსი (დანართი 5) მათ შორის 1 მაინც საბაკალავრო და 1 მაინც სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის არსებობის გათვალისწინებით);

ნ) ინფორმაცია აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობის შესახებ (დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით);

ო) ინფორმაცია შემდეგი აქტივობების შესახებ (დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით): 

ო.ა. საგრანტო პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში); 
ო.ბ. ერთწლიანი საგანმანათლებლო, საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში); 
ო.გ. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში); 
ო.დ. სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა (თანახელმძღვანელობა) ექსპერტობა და რეცენზენტობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ო.ე. წაკითხული სასწავლო კურსები (ბოლო 5 წლის განმავლობაში); 
ო.ვ. სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში); 

ო.ზ. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წლის განმავლობაში); 
ო.თ. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში).

შენიშვნა:  მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტებში/მიმართულებებში კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:       

ა) პროფესორის თანამდებობაზე - შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და  ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის ( გატარებული სტაციონალური და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე - შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონალური და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

გ) შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.

მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტებში/მიმართულებებში უპირატესობა მიენიჭება შესაბამის სპეციალობაში უფრო მაღალი კლინიკური აქტივობის მქონე პირს.

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე საკონკურსო ადგილის (აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის) დამატებით მოთხოვნად განისაზღვროს ინგლისური ენის ფლობის კომპეტენციის დადასტურება (სერთიფიკატის წარმოდგენა/კონკურსანტთან გასაუბრება/ლექციის საჯაროდ წაკითხვა/ინგლისურ ენაზე აკადემიური საქმიანობის გამოცდილება).

სხვა თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მფლობელ პირს.

  1. პირის კომპეტენტურობის დადგენის მიზნითასისტენტ-პროფესორისაკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე; 

დ) კონკურსანტის შევსებული ანკეტა;

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა; 
ვ) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამეცნიერო შრომების სია (ბოლო 10 წელს გამოქვეყნებული შრომების დადასტურებით); 

თ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენენ მის კვლევით პოტენციალს

ი) 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული 1 სახელმძღვანელო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის პედაგოგიურ გამოცდილებას;

კ) კონკურსანტის მიერ წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსების სია - არანაკლებ 3 სასწავლო კურსი;

ლ) წასაკითხად შემოთავაზებული არანაკლებ 2 სასწავლო კურსის სილაბუსი (დანართი 5);

მ) ინფორმაცია შემდეგი აქტივობების შესახებ:

მ.ა. საგრანტო პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის); 

მ.ბ. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის); 

მ.გ. წაკითხული სასწავლო კურსები (ბოლო 5 წლის);

მ.დ. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წლის); 

მ.ე. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის).

შენიშვნა: მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტებში/მიმართულებებში კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე - შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონალური და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

ბ) შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.

მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტებში/მიმართულებებში უპირატესობა მიენიჭება შესაბამის სპეციალობაში უფრო მაღალი კლინიკური აქტივობის მქონე პირს.

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე საკონკურსო ადგილის (აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის) დამატებით მოთხოვნად განისაზღვროს ინგლისური ენის ფლობის კომპეტენციის დადასტურება (სერთიფიკატის წარმოდგენა/კონკურსანტთან გასაუბრება/ლექციის საჯაროდ წაკითხვა/ინგლისურ ენაზე აკადემიური საქმიანობის გამოცდილება).

სხვა თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მფლობელ პირს.

  1. პირის კომპეტენტურობის დადგენის მიზნით ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე; 

დ) კონკურსანტის შევსებული ანკეტა;

ე) ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ; 

ვ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული არაუმეტეს 3 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენენ მის კვლევით პოტენციალს

ზ) ინფორმაცია შემდეგი აქტივობების შესახებ:

თ.ა. საგრანტო პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის); 

თ.ბ. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის); 

თ.გ. წაკითხული სასწავლო კურსები (ბოლო 5 წლის);

თ.დ. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის).

მედიცინის ფაკულტეტზე, კლინიკურ დისციპლინებში ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი - შესაბამის კლინიკურ სპეციალობაში.

  1. კონკურსანტმა სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაციები უნდა წარმოადგინოს დანართი 2-ის მიხედვით.

 

მუხლი 5. კონკურსანტის განაცხადი

  1. საკონკურსო განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი 3-შმოცემული ფორმის მიხედვით.
  2. საკონკურსო განცხადებაში აღინიშნება: განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ფაკულტეტის, მიმართულების/ქვემიმართულების და აკადემიური თანამდებობის დასახელება. განცხადებით აგრეთვე დასტურდება, რომ კონკურსანტი იცნობს და ეთანხმება უნივერსიტეტის წესდებას, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს და სახელშეკრულებო მოთხოვნებს.
  3. კონკურსანტს განცხადებაში შეუძლია მიუთითოს თანხმობა კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში მისი კანდიდატურის (მის მიერ არჩეულ საკონკურსო მიმართულებაში/ქვემიმართულებაში) ერთი რანგით დაბალ აკადემიურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვის შესაძლებლობის შესახებ.

მუხლი 6. სარეგისტრაციო კომისია

  1. საკონკურსო საბუთების მიღებას, დამუშავებას და საკონკურსო კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს სარეგისტრაციო კომისია.
  2. სარეგისტრაციო კომისიის შემადგენლობას უნივერსიტეტის პერსონალიდან განსაზღვრავს რექტორი.
  3. სარეგისტრაციო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს კონკურსანტი.

მუხლი 7. საკონკურსო კომისიის მუშაობის ზოგადი წესი და  კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმები

  1. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
  2. პირველივე სხდომაზე საკონკურსო კომისია თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას.
  3. კომისიის სხდომებს ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
  4. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმებში.
  5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში: შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
  6. 6.საკონკურსო კომისია იწვევს კონკურსანტებს გასაუბრებაზე.
  7. კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსანტის მიერ საცდელი ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ერთი დღით ადრე მაინც, აცნობებს კონკურსანტს
  8. საკონკურსო კომისია კონკურსანტის მონაცემებს აფასებს შემდეგი კატეგორიებისა და პარამეტრების მიხედვით:

პირველი კატეგორია: ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან

პარამეტრები:

  • აკადემიური ხარისხის შესაბამისობა
  • სამეცნიერო შრომების შესაბამისობა;

მეორე კატეგორია: კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან.

პარამეტრები:

  • სამუშაო სტაჟის შესაბამისობა
  • დაკავებული კადემიური და/ან სხვა თანამდებობის/თანამდებობების შესაბამისობა
  • სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა
  • კონკურსანტის მიერ წასაკითხად შემოთავაზებული კურსებისა და მათი სილაბუსების შესაბამისობა.

მესამე კატეგორია: სამეცნიერო კვლევა 
პარამეტრები:

  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების რაოდენობრივი ანალიზი. მათ შორის ბოლო 5 წლის მანძილზე არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომის ხარისხობრივი შეფასება (პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში; პუბლიკაციები ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში).

უპირატესობით სარგებლობს უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული:

  1. იმპაქტ-ფაქტორის  მქონე      სამეცნიერო   სტატია,   რომელიც      ინდექსირებულია ტომსონ როიტერის   Web of Science-ის   მიერ;   სამეცნიერო   სტატია   გამოქვეყნებული   ჟურნალში,   რომელიც აღიარებულია ERIH-ის (European Reference Index of the Humanities) მიერ; 
  2. სამეცნიერო სტატია, რომელიც ინდექსირებულია ტომსონ როიტერის Web of Science, Scopus, SCImago Journal&Country Rank-ის მიერ;
  • რეცენზირებული (Peer-reviewed) სამეცნიერო სტატიები სხვა საერთაშორისო ჟურნალებში*, რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო, ასევე რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერთაშორისო კონტრიბუციისთვის;  სამეცნიეროს ტატიები, რომლებიც ინდექსირებულია GoogleScholar-ში;
  1. ქართველოლოგიურიდარგების მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის -  ქართულ რეცენზირებად სამეცნიერო  ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები, რომელთაც ჰყავთ ადგილობრივი სარედაქციო საბჭო და აქვთ ISSN კოდი;
  2. სტატიები/თავები  წიგნში,     საკონფერენციო     მასალებში     ან     კრებულში,     რომლებიც ინდექსირებულია ტომსონ როიტერის Web of Science-ის ან Scopus-ის საკონფერენციო მასალების ციტირების ინდექსით;
  3. სტატიები საკონფერენციო  მასალებში  ან  კრებულში,  რომლებიც  ინდექსირებულია Google Scholar-ში;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წელი)

უპირატესობით სარგებლობს:

  1. საკონფერენციო თეზისები, ინდექსირებული ტომსონ როიტერის Web of Science-ის ან Scopus-ის მიერ;
  2. საკონფერენციო თეზისები, ინდექსირებული Google Scholar-ის მიერ;
  • ეროვნული ან საერთაშორისო კონფერენციის მასალები, რომლებსაც არ მოიცავს წინამდებარეკლასიფიკაციის I  და II ქვეპუნქტებს;
  1. სხვა კონფერენციის მასალები, რომლებსაც არ მოიცავს წინამდებარე კლასიფიკაციის I, II. და III. ქვეპუნქტებს;
  • დამატებითი სამეცნიერო აქტივობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა და სხვა)
  • სამეცნიერო მონოგრაფიები (ბოლო 5 წელი)

უპირატესობით სარგებლობს:

  1. მაღალ-რეიტინგული რეცენზირებული (საერთაშორისო რეცენზირების მქონე Peer-reviewed) სამეცნიერო მონოგრაფია უცხო ენაზე (მათ შორის ლექსიკოგრაფიული, წყაროთმცოდნეობითი, ტექსტოლოგიური კვლევების ამსახველი მონოგრაფია), რომელიც ინდექსირებულია Scopus, SCImago Journal & Country Rank-ის მიერ;
  2. ქართულენოვანი ან სხვა ენაზე შესრულებული, რეცენზირებული (რეცენზირების მქონეPeer - reviewed) მონოგრაფია (მათ შორის ლექსიკოგრაფიული, წყაროთმცოდნეობითი, ტექსტოლოგიური კვლევების ამსახველი მონოგრაფია)*;
  • საქართველოში გამოცემული მონოგრაფია, რომლებსაც აქვთ ISSN ან ISBNკოდი.

მეოთხე კატეგორია: სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 10 წელი) 
პარამეტრები:

  • დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა;
  • დაფინანსებულ საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობა;
  • შოთა რუსთაველის ეროვნულისამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა;
  • შოთა რუსთაველის ეროვნულისამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო გრანტში მონაწილეობა;
  • აწსუ-ს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა;
  • აწსუ-ს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის მონაწილეობა;
  • სხვა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელობა/მონაწილეობა;
  • სხვა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის მონაწილეობა;
  • დაუფინანსებელ საერთაშორისო/ეროვნულ გრანტში მონაწილეობა.
  • უცხოური სამეცნიერო სტიპენდია
  • ეროვნული სამეცნიერო სტიპენდია
  • უცხოური ან ეროვნული სამეცნიერო ფონდის, უცხოური უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო მივლინება, აკადემიურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა,სტაჟირება, სერთიფიცირება და სხვა.

მეხუთე კატეგორია: სამეცნიერო კვლევის კონცეფცია 
პარამეტრები:

  • საკვლევი თემატიკის შეფასება
  • საკვლევი პრობლემის შეფასება
  • კომპეტენტურობა

მეექვსე კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილება 
პარამეტრები:

  • პედაგოგიური სტაჟი, დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი)
  • გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი)
  • სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა (თანახელმძღვანელობა), ექსპერტობა და რეცენზენტობა (ბოლო 5 წელი)
  • ერთწლიანი საგანმანათლებლო, საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელობა (ბოლო 5 წელი)
  • პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა (ბოლო 5 წელი)
  • კონკურსანტის მიერ წასაკითხად შემოთავაზებული კურსების, მათი სილაბუსებისა და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს, სალექციო კურსების, მეთოდური მითითებების შეფასება.

მეშვიდე კატეგორია: კონკურსანტთან გასაუბრება
პარამეტრები:

  • კონკურსანტის პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა, აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა;
  • კომისიის გადაწყვეტილებისა და კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრების ვიდეო და/ან აუდიო ჩანაწერის განხორციელება.
  1. 9. კონკურსანტის მიერ გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან უარის თქმა წარმოადგენს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის საფუძველს.
  2. 10. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტთა შეფასებისას წინა პუნქტის მეხუთე კატეგორია მხედველობაში არ მიიღება.
  3. 11. საკონკურსო კომისია კონკურსანტის მონაცემებს თითოეული კატეგორიის მიხედვით აფასებს სისტემით: მაღალი, საშუალო, დაბალი.
  4. 12. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიების მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
    • მაღალი ერთერთში მაინც პირველ და მეორე კატეგორიებს შორის
    • არანაკლებ საშუალო პირველ და მეორე კატეგორიებში
    • მაღალი სამში მაინც მესამე-მეექვსე კატეგორიებს შორის
    • არანაკლებ საშუალო მესამე, მეხუთე და მეექვსე კატეგორიებში
    • არანაკლებ საშუალო მეშვიდე კატეგორიაში
  1. 13. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიების მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
  • არანაკლებ საშუალო პირველ და მეორე კატეგორიებში
  • არანაკლებ საშუალო მესამე, მეხუთე და მეექვსე კატეგორიებში
  • მაღალი ერთ-ერთში მაინც მესამე-მეექვსე კატეგორიებს შორის
  • არანაკლებ საშუალო მეშვიდე კატეგორიაში
  1. 14. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიების მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
  • საშუალო ერთერთში მაინც პირველ და მეორე კატეგორიებს შორის
  • საშუალო ერთერთში მაინც მესამე, მეოთხე და მეექვსე კატეგორიებს შორის
  • არანაკლებ საშუალო მეშვიდე კატეგორიაში
  1. 15. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტთა შეფასებისთვის დამატებით გამოიყენოს ქულობრივი სისტემა. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, თუ ის ამ მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებს შორის შესაბამისი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:
  • მისი ქულობრივი შეფასება შეადგენს მაქსიმალური შესაძლო შეფასების არანაკლებ 80% – პროფესორის თანამდებობის შემთხვევაში
  • მისი ქულობრივი შეფასება შეადგენს მაქსიმალური შესაძლო შეფასების არანაკლებ 60% – ასოცირებული პროფესორის თანამდებობის შემთხვევაში
  • მისი ქულობრივი შეფასება შეადგენს მაქსიმალური შესაძლო შეფასების არანაკლებ 40% – ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის შემთხვევაში.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

 კონკურსის შედეგები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

  1. 2. აპელაცია კონკურსის შედეგების შესახებ შეიძლება წარმოდგენილი იქნას კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში. სააპელაციო განცხადებებს იხილავს სააპელაციო კომისია, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
  2. სააპელაციო კომისიაში უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საკონკურსო თანამდებობის/თანამდებობების შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
  3. სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი).
  4. დაუშვებელია სააპელაციო კომისიის წევრი ამავე დროს იყოს საკონკურსო კომისიის წევრი.
  5. სააპელაციო კომისია სააპელაციო განცხადებებს იხილავს მათი წარდგენის ვადის ამოწურვიდან სამი დღის ვადაში.
  6. 7. სააპელაციო განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო კომისიაში და უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) შესაბამისი საკონკურსო კომისიის დასახელება; 

ბ) სააპელაციო განცხადების შემომტანი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი; 

გ) განცხადების შემომტანი პირის სტატუსი; 

დ) დარღვევის შინაარსი; 

ე) განცხადების შემომტანი პირის მოთხოვნა; 

ვ) განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა და განცხადების შემოტანის თარიღი.

  1. 8. სააპელაციო განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ წესით განსაზღვრული პირობების დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია კონკურსის შედეგზე.

9. აპელაციების განხილვისა და კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საკონკურსო, სააპელაციო და სარეგისტრაციო კომისიები წყვეტენ საქმიანობას.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.