პროექტის „მე უნივერსიტეტი“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

22 აპრილს, უნივერსიტეტსა და კომპანიებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. ამ ეტაპზე ოფიციალურად ჩაერთო 5 კომპანია, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს შეთავაზებებს.

სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, ამისთვის აუცილებელია თან იქონიონ სტუდ.ბარათი.


თანამშრომელი კომპანიებია:
წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“
მის: წმინდა ნინოს ქ. #13 , ქუთაისი
შეთავაზება:
15%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის.

ბოულინგ ცენტრი „არენა“
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. #63, ქუთაისი.
შეთავაზება:
ბოულინგი - 25% ფასდაკლება მოქმედი ტარიფიდან;
ბილიარდი პული - 25% ფასდაკლება მოქმედი ტარიფიდან;
ბილიარდი პირამიდა - 25% ფასდაკლება მოქმედი ტარიფიდან;

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი „ლაგუნა“
მის: ა.ხორავას ქ.#1 , ქუთაისი.
შეთავაზება:
ერთ თვიანი (თვეში 12 ვიზიტი, შეუზღუდავი დროით) აბონიმეტი 110 ლარი (რასაც ერთჯერადად დაემატება ელექტრონული სამაჯურის ღირებულება);
ერთჯერადი შესვლის ღირებულება 15 ლარი.

რესტორანი „ქართული კოშკი“
მის: პუშკინის ქ. #6, ქუთაისი.
შეთავაზება:
20%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის.

კინო „საქართველო“
მის: თამარ მეფის ქ. #63, ქუთაისი.
შეთავაზება:
10% ფასდაკლება შპს „კინო საქართველოს“ დარბაზებში მიმდინარე კინო სეანსებზე მოსულ აწსუ-ს 5-დან 10-მდე სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფზე ვალიდური სტუდ-ბარათების წარმოდგენის შემთხვევაში.
20% ფასდაკლება შპს „კინო საქართველოს“ დარბაზებში მიმდინარე კინო სეანსებზე მოსულ აწსუ-ს 10-დან 15-მდე სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფზე ვალიდური სტუდ-ბარათების წარმოდგენის შემთხვევაში.
50% ფასდაკლება შპს „კინო საქართველოს“ დარბაზებში მიმდინარე კინო სეანსებზე მოსულ აწსუ-ს 15-დან ზევით სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფზე ვალიდური სტუდ-ბარათების წარმოდგენის შემთხვევაში.

კვების ობიექტი „ბარაქა“
მის: თამარ მეფის ქ. #7, ქუთაისი
შეთავაზება:
10%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.