Paris-Saclay უნივერსიტეტის (საფრანგეთი) სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

უნივერსიტეტი Paris-Saclay, რომელიც 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში, (3 უნივერსიტეტი, 4 უმაღლესი სკოლა ,,grandes écoles" და 7 კვლევითი ცენტრი) 2019-2020 აკადემიური წლისათვის 120 სტიპენდიას სთავაზობს მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან.

იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი https://www.universite-paris-saclay.fr/en/education/masters
სასწავლო სტიპენდიები აკადემიური წარმატების მიხედვით გაიცემა და წლიური დაფინანასება 10 000€ შეადგენს (დამატებით ტრანსპორტის ხარჯები). სტიპენდია 1 ან 2 აკადემიური წლის დაფინანსებას მოიცავს იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელზე ჩაირიცხება კანდიდატი.
ლაურეატები პერსონალიზირებული მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც გამგზავრებამდე, აგრეთვე სწავლის პერიოდის განმავლობაში.
როგორ გავაკეთო განაცხადი?
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ონლაინ https://www.universite-paris-saclay.fr/fr/etre-candidat-a-nos-formations განაცხადი უნდა გააკეთონ უნივერსიტეტ Paris-Saclay-ს რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყველა მიმართულებაზე, როგორც ინგლისურენოვან, ასევე ნაწილობრივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე.
სასტიპენდიო პროგრამაზე შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდება პროგრამის ხელმძღვანელი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 13 მაისი
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.universite-paris-saclay.fr/fr/etre-candidat-a-nos-formations
https://institutfrancais.ge/ka/about-us/events/universiteti-paris-saclay-acxadebs-samagistro-stipendiebis-programas/
https://www.universite-paris-saclay.fr/fr/parcours-enseignes-en-francais-et-en-anglais

იხილეთ დანართი 1

იხილეთ დანართი 2

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.