15 მაისს აწსუში სტუდენტური კონფერენცია გაიმართება

15 მაისს დაგეგმილია სტუდენტური კონფერენციის საზეიმო გახსნა. გამომდინარე იქედან, რომ 1949 წელს პედაგოგიურ ინსტიტუტში პირველად ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო-კონფერენცია, წელს საიუბილეო თარიღია და გახსნის დღეს დაგეგმილია შემდეგი სახის ღონისძიებები:

1. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტის, ლადო აფხაზავას საჯარო ლექცია, 11:00 საათზე, საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში;
2. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის, მანანა კაპეტივაძის მასტერკლასი, 14:00 საათზე, ინგლისური ენის მომავალი და არსებული პედაგოგებისათვის, ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში.

კონფერენციის პროგრამა

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.