გერმანიის საელჩო საქართველოში და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური სტუდენტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე

2019 წლის 6 ივნისს, 13:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გერმანიის საელჩო საქართველოში და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე. საელჩოს საინფორმაციო შეხვედრა ეხება ე. წ. ბუნდესთაგის საერთაშორისო 2020 წლის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) გაცნობას. გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლისა და კვლევითი სტიპენდიების მიღების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ გაიმართება ფილმის ჩვენება.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.