სტაჟირების პროგრამა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პედაგოგიურისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (ბაკალავრი, მაგისტრი), სტაჟირების პროგრამას ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“.

სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მოამზადოს სპეციალური პედაგოგი დღის ცენტრების მომსახურების სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შესაბამისი პროფესიული სტანდარტის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი, რომელიც ორიენტირებულია უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და შეუძლია სიახლეების მიღება და დანერგვა პრაქტიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
სტაჟირების პროგრამის მონაწილე შესაძლებელია დასაქმდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში სპეციალურ მასწავლებლად.
შერჩევა ხდება მსურველთა მოტივაციის შესაბამისად. სპეციალური პედაგოგის სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 200 სთ, კვირაში 15 საათი. სტაჟირების გრაფიკი თანხმდება ინდივიდუალურად თითოეულ მონაწილესთან.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე შეფასდა 5 სტუდენტი, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“ და გადაეცათ სტაჯირების დამადასტურებელი სერთიფიკატები.
დღეს, 30 მაისს, გაიმართა გასაუბრება სტაჟირების მეორე ეტაპზე სტაჯიორთა შერჩევის მიზნით. გასაუბრებაში მლონაწილეონბა მიიიღეს აწსუ-ს ფილოლოგიისა და პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა. შეირჩა 6 აპლიკანტი, რომლბიც შშმ ვაბშვთ ადღის ცენტრში "ჯადოსნური სამყარო" 15 ივნისიდან გაივლიან სპეციალური მასწავლებლის 200 საათიან პროგრამას.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.