საჯარო ლექცია “ბავშვის უფლებათა კონვენცია 30 წლის შემდეგ - განვლილი გზა,მიღწევები და გამოწვევები“

ლექცია ჩატარდება წლის 6 ივნისს 13 საათზე 22-208 აუდიტორიაში. ლექცია ტარდება დოქოტორანტების ინტერდისციპლინარული კლასტერების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც წარუძღვება გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი.

დოქტორ ღასან ხალილი 2018 წლის ოქტომბრიდან არის გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. 2018 წლის სექტემბრამდე ის მუშაობდა უფროს მრჩევლად გაეროს ბავშვთა ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონალურ ოფისში, მანამდე კი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში. მას აქვს თითქმის ოცდაათწლიანი მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა თანამდებობაზე. მას ეკავა მაღალი თანამდებობები სხვადასხვა მთავრობაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ასევე დამოუკიდებელი უფროსი კონსულტანტის, უნივერსიტეტის პროფესორის, მკვლევარისა და ტრეინინგ ექსპერტის რანგში.
ბატონი ღასანის საქმინობის მთავარი საგანი ადამიანის უფლებების, ქალებისა და ბავშვების უფლებების, სოციალური პოლიტიკის, სამართლებრივი რეფორმების, კულტურული მრავალფეროვნების და კულტურათაშორისი დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა, რასაც ის ახორციელებს პროგრამების დაგეგმვისას სტრატეგიული მართვისა და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით. ბატონი ღასანი კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორიცაა სახელმწიფო მოხელეების სკოლა ალჟირში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა დუბაიში, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის დუბაის ფილიალი. ასევე იყო მოწვეული პროფესორი სულთან ქაბუს უნივერსიტეტში ომანში და არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის პროფესორი ლიბანის ლა საჟესის უნივერსიტეტში. ის არის 20-ზე მეტი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის მას ეკუთვნის წიგნი ბავშვის უფლებების საერთაშორისო ისტორიული შეფასების შესახებ. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო პროფესიულ ჟურნალებში.
ღასან ხალილი იყო არაერთი მთავრობის უფროსი მრჩეველი, აშშ-ს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დამოუკიდებელი შემფასებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერთიანებული ერების (UNICEF, ILO, UNESCO), ევროკავშირის და სხვათა მიერ მხარდაჭერილი პროექტების უფროსი კონსულტანტი. ის იყო დუბაიში დაფუძნებული კვლევისა და ტრენინგის (ICRT) მმართველი დირექტორი და მთავარი კონსულტანტი და ბეირუთის ადამიანის უფლებათა ცენტრის თავმჯდომარე. მას ეკავა მაღალი თანამდებობები, მათ შორის იყო იურიდიული მრჩევლი ლიბანის სოციალურ საქმეთა სამინისტროში, ლიბანის ბავშვობის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, ბავშვთა საკითხების უმაღლესი ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე არაბული სახელმწიფოების ლიგაში, დუბაის მთავრობის მრჩეველი სოციალური პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში და გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ერაყში, ბანგლადეშსა და სპარსეთის ყურის რეგიონში. ბატონმა ღასან ხალილმა, ლიბანის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, არაერთხელ წარმოადგინა თავისი ქვეყანა მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში.
ბატონი ღასან ხალილი არის ექსპერტი კომპეტენციაზე დაფუძნებული განათლების სფეროში და კურიკულუმებისა და ტრენინგ მეთოდოლოგიების შედგენაში. ამ საქმიანობაში ის იყენებს შედეგზე დაფუძნებული დაგეგმვის მეთოდს. მას შედგენილი აქვს დიდი რაოდენობის სილაბუსები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის რამდენიმე ქვეყანაში.
ბატონი ღასან ხალილს აქვს ლიბანის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის (Paris- V) საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი. ასევე სწავლობდა ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაში როგორც მკვლევარი, სადაც თავადაც კითხულობდა ლექციებს ბავშვის უფლებებზე. ბატონ ღასან ხალილს მოპოვებული აქვს თანდერბერდის უნივერსიტეტის გლობალური მენეჯმენტის სერტიფიკატი.
ბავშვთა უფლებების, სოციალური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის სფეროში შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად, ბატონ ხალილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო მთავრობებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და საგანმანათლებლო დაწესებულებისგან.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.