ახალი ონლაინ კურსი „კეთილდღეობის პოლიტიკა“

გაერთიანება კრიტიკული პლატფორმა - "PLATFORMA.GE" - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, სთავაზობს ახალ ონლაინ კურსში ,,კეთილდღეობის პოლიტიკა“ უფასო მონაწილეობას. კურსის მიზანია, მიმოიხილოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდში.

დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სხვადასხვა ასპექტების შესახე. კურსი ასევე მიმოიხილავს კეთილდღეობის სისტემის ისტორიულ განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შედარებითი ანალიზის კონტექსტში.
კურსი შედგება 8 ლექციისგან, თითოეული სალექციო მასალა შედგება: ვიდეო ლექციებისგან, საკითხავი მასალისაგან. კურსი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. კურსზე რეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეცემათ ,,ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მიერ მომზადებული პუბლიკაციების სერია ,,სოციალ დემოკრატიის კურსი” (3 ტომი).
კურსში ჩართულ უნივერსიტეტებს PLATFORMA.GE და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გადასცემს სამეცნიერო კვლევებს, თარგმანებსა და ანალიტიკური შინაარსის პუბლიკაციებს, რომელიც მომზადებულია Friedrich Ebert Stiftung-ის მიერ.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
კურსი, შინაარსიდან გამომდინარე, იძლევა სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის და მისი მოდელების, ასევე კრიტიკული ხედვების შესახებ ცოდნას, არის ახალ ლიტერატურასთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. კურსი იძლევა შესაძლებლობას დამატებითი გამოცდილების მიღებისა და ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებებისა და სხვა პროგრამების სტუდენტებისთვის და ლექტორ-მასწავლებლებისთვის. კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 3 ივნისიდან – 15 ივნისის 23:00სთ-ის ჩათვლით. ინფორმაცია "PLATFORMA.GE"- ის ვებ-გვერდზე მასალებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კურსზე რეგისტრირებულ პირებს დაეგზავნებათ პერსონალურ ფოსტებზე ორგანიზატორების მიერ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.