სომხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
ინგლისური ენის ფლობა
დოკუმენტების ნუსხა:
პასპორტის ასლი
სააპლიკაციო ფორმა
4 ფოტო სურათი
აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
CV
სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ: http://mes.gov.ge/uploads/danarti%20yerevani-.pdf
საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.