სემინარი თემაზე: "სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება"

2019 წლის 3 ივლისს, უწყვეტი განათლების ცენტრში, ქ.ქუთაისში გამართული ჰელენ კელერის კვირეულის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე: "სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება".

სემინარის ორგანიზატორები იყვნენ უწყვეტი განათლების ცენტრის ხელ-ლი, ასოც. პროფ. ნატო ქობულაძე და სსიპ ქუთაისის #2 საჯარო სკოლის სპეც. მასწავლებელი, "მენტალური ჯანმრთელობისა და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებლი"-მარიამ გოდუაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აწსუ-ს სტუდენტები, ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიცპალიტეტის საჯარო სკოლების სპეც. მასწავლებელები. ნაჩვენები იყო ანიმაციები ქართული ჟესტურ ანბანზე-"გეოლორმი" და "დაქტილი". მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია დღესდღეობით არსებული საკომუნიკაციო ენების შესახებ. ასევე სემინარზე დაანონსდა ინფორმაცია მხედველობის პრობლემის მქონე ადამინებისათვის სპეციალური 3D ანბანის შექმასთან დაკავშირებით, რაც სამიზნე ჯგუფს ასოების მოყვანილობის შესწავლასა და შესაბამისად წერის ათვისებას გაუადვილებთ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.