პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ახალი ინიციატივები”

2019 წლის 14-15 ნოემბერს ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარული ფაკულტეტის ორგანიზებითა და „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ მხარდაჭერით, ჩატარდება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ახალი ინიციატივები”.

საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულება მრავალფეროვანია და შესაბამისობაშია ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოთი განსაზღვრულ მიმართულებებთან და დარგებთან.
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას; ასევე კულტურულ პროგრამას.
მსურველთა საკონფერენციო განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2019 წლის 10 აგვისტომდე, თანდართულ მასალაში მითითებულ ელ.მისამართებზე და მითითებული ფორმით.
საკონფერენციო მოხსენებებისა და სარეგისტრაციო გადასახადის მიღება იწარმოებს 2019 წლის 10 სექტემბრამდე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 0431277766; 577243334

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.