ევროპული მემკვიდრეობის/ევროპა ნოსტრას ჯილდოები

ევროპული მემკვიდრეობის /ევროპა ნოსტრას ჯილდოები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს, რომელიც შეიძლება მიენიჭოს გამორჩეულ კონსერვაციის პროექტებს, ინოვაციურ კვლევებს, კულტურის სფეროს ერთგულ სამსახურში მყოფ პროფესიონალებს და ორგანიზაციებს, აგრეთვე განათლების, გადამზადების და ცნობადობის ამაღლების სფეროში არსებულ გამორჩეულ ინიციატივებს.

2020-2021 წლებში, ჯილდოების გადაცემის სქემას ემატება ორი ახალი სპეციალური პრიზი „ILUCIDARE“ , რომელიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიცემა. მისი მიზანია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საერთაშორისო ქსელის შექმნა. ჯილდო გადაეცემათ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ჯილდო /ევროპა ნოსტრას ჯილდოზე წარდგენილი აპლიკაციებიდან შერჩეულ პროექტებს.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ჯილდოზე აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 ოქტომბერი. აპლიკაცია შესაძლებელია მომზადდეს 4 მიმართულებით: კონსერვაცია; კვლევა; სპეციალური სერვისები; განათლება (დანართის სახით იხილეთ აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია თითოეული მათგანისთვის) სააპლიკაციო სანახავად მიყევით ლინკს www.europeanheritageawards.eu/apply ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდებს: europeanheritageawards.eu; ilucidare.eu

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.