ცხადდება მიღება აწსუ სადოქტორო პროგრამებზე

გამოცხადდეს მიღება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურა

ფრანგული ლიტერატურა - 1 ადგილი

საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი

გარემოს დაცვის ინჟინერია - 4 ადგილი

საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი

სატრანსპორტო პროცესების ორგანიზაცია და მართვა - 6 ადგილი

საინჟინრო ტექნოლოგიები და სისტემები

1. მასალების ინჟინერია და ხარისხის კონტროლი - 1 ადგილი

2. სამშენებლო ნაგებობები - 1 ადგილი

3. ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ტექნოლოგია და მართვა - 7 ადგილი

4. საინჟინრო პროცესების და სისტემების მათემატიკური მოდელირება - 2 ადგილი

აგრარული ფაკულტეტი

აგრონომია

მოდული 1. აგროეკოლოგია  -   2 ადგილი

მოდული 2. აგროტექნოლოგია -  2 ადგილი

მოდული 3.  მცენარეთა დაცვა -  2 ადგილი

მოდული 4. მცენარეთა სელექცია - 1 ადგილი 

მოდული 5. საბაღო–საპარკო მეურნეობა - 2 ადგილი

აკაკი წერეთლის დოქტორანტურაში შემოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები

  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
  • სავარაუდო სამეცნირო ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აპოსტიკლით დამოწმებული დიპლომი;
  • თუკი დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა მაგისტრატურა დაამთავრა მიმდინარე წელს და მას ჯერ არა აქვს დიპლომი ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა;
  • საბუთების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში დოქტორანტურაში ჩარიცხულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აპოსტიკლით დამოწმებული დიპლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში დოქტორანტს შეუჩერდება სტატუსი;
  • ნიშნების ფურცელი
  • ჩარიცხვის კანდიდატმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი სადოქტორო პროგრამის მითითებით;
  • სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • თუკი დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატს არა აქვს სამეცნიერო შრომები, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს შესაბამის დარგში დაწერილი რეფერატი.
  • ვაჟებისათვის სამხედრო ბილეთი ან მიწერის ბარათი
  • მომსახურების ღირებულების 40 ლარიანი გადასახადის ქვითარი.

 საბანკო რეკვიზიტები:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი - TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057289 დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების მომსახურება. სტუდენტის პ/მ ნომრის ჩვენებით.    

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე კვირის გარდა დილის 10 საათიდან 15 საათამდე დოქტორანტურის განყოფილებაში (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი #1105), შაბათს საბუთების მიღება იწარმოებს 10 საათიდან 14 საათამდე.

გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)  ჩატარდება 2019 წლის 27 სექტემბერს, ხოლო სპეციალობაში 2019 წლის 28 სექტემბერს.

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.