თანამედროვე რეგიონული განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები BLSS- 2019

2019 წლის 20-21 სექტემბერს ჩატარდა ბიზნესის, სამართლის და სოციალურმეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მესამე საერთაშორსიო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროევ რეგიონული განვითარების ეკონომიკური,სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“, რომლის მიზანი იყო როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერების მიერ ეკონომიკური, სამართლებრივი დასოციალური პრობლემების საჯარო განხილვა და დაძლევის გზების ძიება. ასევე, ფაკულტეტის საქმიანობის, ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მათი წარმოამდგენელების კონფერენციაში მონაწილეობით.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა დასპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების“ფესტივალის ფარგლებში და პარტნიორები იყვენენ საქრათველოს ეროვნული ბანკი,გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, ეკონომიკის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობამ საქართველოში https://www.unicef.org/georgia/ka და როგორც საქართველოს https://www.atsu.edu.ge , www.tsu.edu.ge , www.gtu.edu.ge , www.seu.edu.ge , www.bsu.edu.ge, www.ciu.edu.ge , www.ssu.edu.ge , www.gruni.edu.ge, ისე უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის და ჩეხეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვენენ საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომმისიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც სამუშაო შეხვედრები მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გახადეს.

საბოლოოდ, კონფერენციის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მომენტი:

პირველი: ქალაქს ესტუმრა 15 უცხოელი 5 დღით და 32 ქართველი 1 დღით, რამაცქალაქს გაუზარდა შემოსავალი უმნიშვნელოდ მაინც და აამაღლა ცნობადობა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის.

მეორე: 2020 წლის გაზაფხულზე, გაეროს ბავშვთა უფლებების საქართველოს წარმომადგენლობის ინიცირებით დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია 'ბავშვთა უფლებებზე".


მესამე: დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმის გაფორმება პოლონეთისდა ლატვიის უნივერსიტეტებთან, რაც ხელს შეუწყობს ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის საკითხების განვითარებას.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.