2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდების დანიშვნის შესახებ

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

№ 01-04/72 23/ 09/ 2019 წ 2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდების დანიშვნის შესახებ

2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები დაინიშნოს შემდეგი განრიგის მიხედვით:

  1. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ყველა სამაგისტო პროგრამისათვის დაინიშნოს 2019 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე № 1208, 1209, 1205, 1113 და 1116 აუდიტორიებში.
  2. ორ სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატთათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მეორე სპეციალობაში დაინიშნოს 2019 წლის 26 სექტემბერს 15:00 საათზე 1209 აუდიტორიაში.
  3. ბიზნესის ადმინისტრირების, ევროპისმცოდნეობისა და ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდა ევრობულ ენაში B2 დონეზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) დაინიშნოს 2019 წლის 25 სექტემბერს 11:00 საათზე № 1127 (ბიზნესის ადმინისტრირებისთვის) და 2205 (ევროპისმცოდნეობისა და ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში) აუდიტორიებში.
  4. მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამებისათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში დაინიშნოს 2019 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე № 2205 აუდიტორიაში.
  5. ლიდერობა და მანეჯმენტი უმაღლეს განათლებაში სამაგისტრო პროგრამისათვის გასაუბრება ჩატარდეს 2019 წლის 26 სექტემბერს 15:00 საათზე № 1118 აუდიტორიაში.
  6. საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდეს უნივერსიტეტის I კორპუსში (თამარ მეფის ქუჩა № 59) - № 1208, 1209, 1205, 1113 და 1116 აუდიტორიებში.
  7. სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა დაევალოს საგამოცდო სექტორსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის სამსახურს.
  8. 11:00 საათზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე გამომსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 10:00 საათზე, ხოლო 15:00 საათზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე გამომსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 14:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის ფოიეში.
  9. დაევალოს მარკეტინგის, პროექტირებისა და ღონისძიებების მართვის სასახურს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.