პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის  ჩათვლით,   აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

პროგრამის  დასახელება

პროგრამის საფეხური

მისაღებ

სტუდნტთა  რაოდენობა

პროგრამის ხანგრძლივობა (თვე)

  1.  

ბიბლიოთეკარი 

IV საფეხური

20

16

  1.  

საბაჟო საქმე

V დონე                      

20

16

  1.  

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი  

V საფეხური     

20

18

  1.  

ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი

IV საფეხური     

15

15

  1.  

სისტემების ადმინისტრატორი

V საფეხური

15

17

  1.  

ტანსაცმლის  მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი  

V საფეხური

10

20

  1.  

სარეკლამო  აგენტი  

IV საფეხური        

15

16

  1.  

ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება  

III დონე

10

17

  1.  

ბუღალტრული აღრიცხვა  

V დონე

20

17

  1.  

საფინანსო   სერვისები  

III დონე

20

9

  1.  

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა

IV დონე

20

14

  1.  

ელექტროობა  

III დონე

20

9

  1.  

საოფისე საქმე  

IV დონე

19

10

  1.  

საავტომობილო გზების მშენებლობა  

III დონე

15

16

  1.  

მსუბუქი ავტომობილის  სავალი  ნაწილის შეკეთება    

III დონე

15

10

  1.  

მსუბუქი   ავტომობილის  ძრავას   შეკეთება   

III დონე

15

10

  1.  

მსუბუქი  ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების  შეკეთება  

III დონე

15

14

რეგისტრაციის გავლა, შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით (აუდიტორია №1107), სამუშაო დღეებში 10.00სთ-იდან 17.00სთ-მდე. რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა.

აპლიკანტებს, ასევე,  საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც  www.vet.emis.ge  ვებგვერდის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი ტესტის ტიპის ფარგლებში არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!

ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ჩაბარებული ტესტის ფარგლებში შეცვალონ სასურველი  

პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.