ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად INSA RENNES ინსტიტუტში, საფრანგეთი 2019-2020 სასწავლო წელი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს (სპეციალობები: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.

სწავლების ენები - ფრანგული (B 2), ინგლისური (B 2).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტი: - 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 თვე.
პერსონალი: 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 დღე (ტრენინგი) + 2 დღე მგზავრობისთვის
საჭირო დოკუმენტები:
სტუდენტებისათვის:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე)
3. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
4. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
5. სასწავლო ხელშეკრულება (იხ. დანართი)
სამაგისტრო პროგრამები იხილეთ: https://www.insa-rennes.fr/syllabus-descriptions.html
6. დიპლომის ასლი
7. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
8. სტუდენტის ცნობა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
პერსონალისათვის:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე)
3. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
8. ცნობა სამუშაო ადგილიდან
საბუთების მიღება იწარმოებს აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2019 წლის 29 ოქტომბრამდე
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 350

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.