ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სლოვაკეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ  პერსონალს.

სპეციალობები: ინგლისური ენა და ლიტერატურა, განათლება,  ისტორია და არქეოლოგია,  ფილოსოფია და ეთიკა, ფსიქოლოგია.

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B1 სტუდენტები,  B2 აკადემიური პერსონალი).

 მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

სტუდენტები: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი  - 5 თვე

აკადემიური პერსონალი (ლექციების წაკითხვა): 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 დღე

 

საჭირო დოკუმენტები სტუდენტებისათვის:

  • CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • სასწავლო ხელშეკრულება
  • სამოტივაციო წერილი
  • ნიშნების ფურცელი
  • დიპლომის ასლი (მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სტუდენტის ცნობა

 

აკადემიური პერსონალისათვის:

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 ნოემბრამდე

აწსუ  საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურში

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

სტუდენტები:http://www.ku.sk/en/index.php/student-services/foreign-relations/erasmus-outside-eu/student-mobilities

აკად. პერსონალი: http://www.ku.sk/en/index.php/student-services/foreign-relations/erasmus-outside-eu/teachers-and-staff-mobilities

 

ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504) 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.