აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეიჯერელ საქართველოს შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

2019 წლის 22 ოტომბერს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს უმსხვილესმა წარმომადგენელმა მეიჯერელ საქართველომ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მეიჯერელ საქართველო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავენ ქუთაისში ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათ დასაქმებას. ხელშეკრულებას ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა ალექსანდრე მირონენკომ მოაწერეს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებს და ეწევა აქტიურ კვლევით საქმიანობას.
მეიჯერელი ქართულ ბაზარზე 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა, ხოლო 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Bertelsmann-ისა და Saham-ის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 48,000 უტოლდება.
საქართველოში, თბილისის ორ და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1000 ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში,პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ.
დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს, როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს, როგორც გერმანული, ასევე გერმანულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კონცერტი გაიმართა. აწსუ სტუდენტებისათვის ,,ოჩოს ქოხმა" იმღერა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.