საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მიღწევები კლინიკურ მედიცინაში, Modern Achievements in Clinical Medicine - MACM”

2019 წლის 26-27 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ექიმთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მიღწევები კლინიკურ მედიცინაში, Modern Achievements in Clinical Medicine - MACM”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ აწსუ მედიცინის ფაკულტეტი, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი.

კონფერენცია გახსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირინე ფხაკაძემ, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი ღავთაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი, ირაკლი შენგელია, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი, ასოც. პროფესორი კახაბერ ლაზარიშვილი.
პლენარული სხდომის ჩატარების შემდეგ 300-მდე ქართველი და უცხოელი ექიმის მონაწილეობით გაიმართა პარალელური სხდომები შემდეგ მიმართულებებში: საოჯახო მედიცინა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ნეირო- და კარდიოვასკულარული მედიცინა, ონკოლოგია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, ქირურგია, ტკივილის მართვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პედიატრია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ფარმაცია.
მონაწილეები გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს მათთვის საინტერესო თანამედროვე პრობლემურ საკითხებზე. საკუთრი კლინიკური გამოცდილება და ახალი ხედვები გაუზიარეს ქართველ კოლეგებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა Derk Krieger, ტრაბზონის საოჯახო მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარემ - Hakans Uzun, Ali, Ilmaz. საინტერესოდ წარიმართა პედიატრებისა და სტუდენტების დისკუსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ყარამან ფაღავასთან.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, უმაღლესი განათლების ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების, დაინტერესებული მხარეებისა და სტუდენტების მონაწილეობით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის საგანმათლებლო პროგრამის შეფასების მიზნით.
ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ გამოითქვა ექიმთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პერიოდულად ჩატარების აუცილებლობა და მზადყოფნა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.