გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე

მ/წლის 14 ნოემბერს, 13:00 საათზე, აწსუ მწვანე დარბაზში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი მაქსი ბორნმანი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გაცვლითი საერთაშორისო (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი) პროგრამები, როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისათვის.

დასწრება თავისუფალია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.