მასტერკლასი თემაზე: ლოჯისტიკა და გერმანული ენა

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ორგანიზებით წერეთლის უნივერსიტეტში ამა წლის 14-20.10.2019 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მასტერკლასი თემაზე: ლოჯისტიკა და გერმანული ენა. სემინარს უხელმძღვანელა ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორმა ბატონმა ჰაინერ დინტერამ.

სტუდენტები გაეცვნენ ლოჯისტიკის სხვადასხვა სფეროებს, შეისწავლეს დარგობრივი ტერმინები გერმანულად, მოინახულეს დასავლეთ საქართველოს ლოჯისტიკური ცენტრები, მათ შორის ქუთაისისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ბათუმის პორტი, ქუთაისის აეროპორტი, ტექსტილის ფაბრიკა „იმერი“, ქობულეთის პროფესიული სასწავლებელი „ახალი ტალღა“, შედგა შეხვედრები დარგის ექსპერტებთან. მასტერკლასის ფარგლებში დაიგეგმა ასევე კულტურული ღონისძიებები.

მასტერკლასი „ლოჯისტიკა და გერმანული ენა“ განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD და გერმანიის საგარეო სამინისტროს ფინანასური მხარდაჭერით.

მასტერკლასის ორგანიზატორებმა მაქსი ბორნმანმა და მირანდა გობიანმა, ასევე სემინარის მონაწილეებმა ჩატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს. მასტერკლასის გაგრძელება დაიგეგმა მომავალ წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.