საინფორმაციო შეხვედრა - „სწავლა საფრანგეთში და დაფინანსების შესაძლებლობები“

მ/წლის 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ყველა ფაკულტეტისა და სპეციალობის სტუდენტს, როგრც ფრანგულენოვანს, ასევე ინგლისურენოვანს საშუალება ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობისა და სწავლის გაგრძელების შესახებ, დაფინანსებისა და სასტიპენდიო პროგრამებზე, საფრანგეთის მთავრობისა და საფრანგეთის საელჩოს პროგრამებზე.
საინფორმაციო შეხვედრას წარუძღვებიან საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშე, ელეონორ გარნიე და სააგენტო კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე.
დასწრება თავისუფალია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.