საჯარო დისკუსია აწსუში

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში 5 დეკემბერს გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე ,,დისკრიმინაციის აკრძალვა, როგორც სამართლებრივი პრინციპი და თავისუფლება", რომელსაც უძღვებოდნენ სამართლის დეპარტამენტის პროფესორი მამუკა შენგელია და საჯარო სამართლის მაგისტრი დარეჯან სალდაძე.

მომხსენებლებმა ისაუბრეს თანასწორობის უფლებისა და თავისუფლების არსსა და მნიშვნელობაზე, არსებული მექანიზმებისა და უფლებათა სრულყოფილად რეალიზაციის შესაძლო გზების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუცვალეს შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევების შესახებ და განიხილეს საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად მიღწეული შედეგები, არსებული ხარვეზები და გამოწვევები.
მონაწილეები მადლობას უხდიან თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროგრამების კოორდინატორს ბატონ ირაკლი გვარამაძეს ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზებისათვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.